top of page

ქრიეითივ ქლასრუმის შესახებ

Entrance to The Creative Classrom
ჩვენი სივრცე

ქრიეითივ ქლასრუმი უფრო მეტია, ვიდრე სასწავლო ცენტრი, ეს არის საგანგებოდ მოწყობილი გარემო, სადაც წახალისებულია ცნობისმოყვარეობა და სწავლის პროცესი თვალსაჩინოა. ჩვენი სივრცე მოქნილია და საშუალებას იძლევა როგორც მშვიდი ინდივიდუალური მუშაობისთვის, ასევე თანატოლებთან თანამშრომლობისა და პრაქტიკული, ცდაზე დაფუძნებული მუშაობისთვის. ეს არის თბილი, მხარდამჭერი გარემო, სადაც თითოეული ბავშვი თავს დაცულად გრძნობს სიახლეების პირისპირ და დარწმუნებულია საკუთარი ზრდის უნარში.

ჩვენი გუნდი

სალომე დემეტრაშვილი

სწავლის სპეციალისტი

სალომე არის განათლების სპეციალისტი, რომელსაც აქვს ფსიქოლოგიური განათლება და ორიენტირებულია ბავშვების სწავლასა და განვითარების მხარდაჭერაზე. იგი ფლობს ბაკალავრის ხარისხს ფსიქოლოგიაში, კემბრიჯის სერტიფიკატს ინგლისურ ენაში და ამჟამად ასრულებს მაგისტრატურას განათლების ფსიქოლოგიის მიმართულებით.

 

მას აქვს კერძო სკოლებში დაწყებითი კლასების ინგლისური ენის მასწავლებლად და სასწავლო ასისტენტად მუშაობის გამოცდილება, რაც საშუალებას აძლევს წარმატებით დაეხმაროს მოსწავლეებს შეუსაბამონ ინდივიდუალური აკადემიური ზრდა სკოლის მოლოდინებს. მას აქვს მიდგომის მრავალფეროვან სწავლების სტილსა და ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგების ფართო გამოცდილება, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ თითოეულმა ბავშვმა მიიღოს განვითარებისთვის აუცილებელი მხარდაჭერა.

  • ინდივიდუალური სწავლება: მეთოდოლოგიის მორგება იმის მიხედვით, თუ როგორ ამუშავებს და ითვისებს ინფორმაცის თითოეული მოსწავლე.

  • მოტივაციის გაღვივება: პოზიტიური, მამოტივირებელი გარემოს შექმნა სადაც მოსწავლეები თავს თავდაჯერებულად და შთაგონებულად იგრძნობენ.

  • დამოუკიდებლობის განვითარება: ბავშვების აღჭურვა იმ ორგანიზაციული ჩვევებითა და თავდაჯერებულობით, რაც მათ დროთა განმავლობაში სწავლის დამოუკიდებლად და წარმატებით მართვისთვის სჭირდებათ.

Elementary classroom learning environment
Living room style student working area
Collaborative work space

ნატალი სანდერსი

საერთაშორისო განათლების სპეციალისტი და დამაარსებელი

ქრიეითივ ქლასრუმი დაარსდა იმისთვის, რომ იყოს ადგილი, სადაც ბავშვებს ექნებათ საშუალება მიიღონ სათანადო მხარდაჭერა ნებისმიერ საკითხზე მუშაობისას, იქნება ეს ღრმა წიაღსვლა საგნის საფუძველში თუ ინტერესის ახალი არეალის კვლევა. ნატალიმ ეს სივრცე შექმნა იმისთვის, რომ ბავშვები ჭეშმარიტად ცენტრალურ ფიგურებად აქციოს, პრიორიტეტი მიანიჭოს მათ უნიკალურ სწავლის სტილს, საჭროებებსა და ბედნიერებას. მას სჯერა, რომ სწავლა არის მთელი ცხოვრების გზაზე გამყოლი გატაცება და მიზნად ისახავს სახალისო, მოქნილი და მხარდამჭერი მიდგომით თითოეულ მოსწავლეში გააღვიძოს ცნობისმოყვარეობა.

 

ცენტრი თითოეული მოსწავლის საჭიროებებს ერგება განურჩევლად იმისა, მას ძირითად საგნებში სურს ცოდნის გაღრმავება თუ ახალი თემების აღმოჩენა და კვლევა აინტერესებს. ნატალის ქლასრუმში შემოაქვს საერთაშორისო განათლების სფეროში დაგროვილი 15 წლიანი გამოცდილება, მათ შორის თბილისში მუშაობის შვიდი წელი, აქედან 5 წელი დაწყებითი სკოლის ხელმძღვანელის პოზიციაზე. ეს უნიკალური გამოცდილება, საერთაშორისო განათლების მაგისტრის ხარისხთან და არაერთ “საერთაშორისო ბაკალავრიატის” სერტიფიკატთან ერთად საშუალებას აძლევს მას გაუწიოს მხარდაჭერა როგორც საერთაშორისო, ისე ქართველ მოსწავლეებს მათი აკადემიური გზის ღრმა გაგებით.

 

კვლევა-ძიებაზე და კონცეფციებზე დაფუძნებულ სწავლებაზე ფოკუსირებით, ნატალი უზრუნველყოფს, რომ თითოეულმა ბავშვმა განივითაროს თავდაჯერება და უნარები, რომლებიც მათ წარმატებისთვის სჭირდებათ, და ამავდროულად ისიამოვნონ აღმოჩენის პროცესით.

bottom of page