თქვენს შვილზე მორგებული სასწავლო გზა
ქრიეითივ ქლასრუმში ყველა მოსწავლე მისთვის შერჩეულ, ინდივიდუალურ სასწავლო გზას მიყვება, რადგან არ არსებობს ორი ბავშვი, რომელსაც ერთნაირი სწავლის სტილი აქვს. ჩვენ ყურადღებას ვაქცევთ თქვენი ბავშვის უნიკალურ საჭიროებებს და ვქმნით სპეციფიურ გამოცდილებებს, რომლებიც მას ზრდასა და წარმატების მიღწევაში დაეხმარება.
ჩვენ გამოვყოფთ დროს კომფორტულ გარემოში შეფასებისთვის, რათა გავიცნოთ ყოველი ბავშვის ამჟამინდელი უნარები. თბილისში საერთაშორისო და სახელმწიფო სკოლები სხვადასხვა სტანდარტებით ხელმძღვანელობენ, ამიტომ ჩვენი მასწავლებლები იყენებენ გლობალური კურიკულუმების ღრმა ცოდნას, იმისთვის რომ უზრუნველყონ ბავშვის მიზნების სკოლის მეთოდოლოგიასთან და კურიკულუმთან თანხვედრა.
ყოველი გაკვეთილი მომზადებულია ინდივიდუალურად მორგებული მიზნების გარშემო, პროცესში ვითვალისწინებთ ბავშვის სწავლის სტილს, ენობრივ უნარებსა და ინტერესებს. ჯგუფურ თუ ინდივიდუალურ გაკვეთილზე ბავშვებს შეუძლიათ დაფარონ რამდენიმე საგანი და უნარი.
იმისთვის, რომ ამ მოგზაურობის ნაწილი იყოთ, ჩვენ ყოველ ნაბიჯზე გაწვდით ინფორმაციას თქვენი ბავშვის პროგრესის შესახებ. ჩვენი მიზნები რეგულარულად გადაიხედება, ხოლო ყოველი გაკვეთილის შემდეგ ჩვენ ვაახლებთ მათ სასწავლო გზას, რათა თვალი ვადევნოთ განვითარებას და ვუზრუნველვყოთ მათი მუდმივი ჩართულობა. თქვენს შვილს ასევე ექნება შესაძლებლობა დაფიქრდეს საკუთარ მიღწევებზე, რაც დაეხმარება მას თავდაჯერებულობის ამაღლებასა და იმაში, რომ იამაყოს საკუთარი უნიკალური სასწავლო გზით.