top of page

სწავლის ტიპები

თქვენს ბავშვზე მორგებული სასწავლო პროგრამა და გაკვეთილები არის მოქნილი, რაც საშუალებას გვაძლევს შევაჯეროთ ქვემოთ მოყვანილი სწავლის მეთოდები ისე, რომ ისინი მოვარგოთ ბავშვის უნიკალურ საჭიროებებს და მივაღწიოთ დასახულ მიზნებს.

ენის განვითარება და ბილინგვური მხარდაჭერა

ჩვენ გთავაზობთ სრულ მოქნილობას ბავშვის სწავლებაში. ენობრივი უნარების განვითარება შეიძლება მოხდეს შემდეგი მიმართულებებით: - ინგლისური ენა: ფოკუსირება ხდება ინგლისური ენის სწავლის საუკეთესო პრაქტიკებზე, აკადემიურ ლექსიკასა და ენის თავისუფალ ფლობაზე. - ქართული ენა: მშობლიურ ენაში ფორმალური კომუნიკაციის უნარებისა და წიგნიერების გაძლიერება. - ბილინგვური მხარდაჭერა: უნიკალური მიდგომა, რომელიც ბავშვს ეხმარება ორივე ენაში ერთდროულად განივითაროს უნარები. ჩვენი მასწავლებლები ზრუნავენ იმაზე, რომ ბავშვებმა პრალელურ რეჟიმში აითვისონ ტერმინოლოგია და ძირითადი ცნებები. ეს უზრუნველყოფს აკადემიური ენისა და წიგნიერების სიღრმისეულ განვითარებას, როგორც ინგლისურ, ისე ქართულ ენაზე. კვლევაზე დაფუძნებული აქტივობების მეშვეობით, მოსწავლე გამოიმუშავებს მეტყველების, მოსმენისა და წერის უნარებს, რომლებიც აუცილებელია მისი აკადემიური წარმატებისთვის.

წიგნიერების მხარდაჭერა და განვითარება

ჩვენ გთავაზობთ სიღრმისეულ სწავლებას და მიზნად ვისახავთ ძლიერი აკადემიური საფუძვლის შექმნას, ამასთან კითხვის სიყვარულის გაღვივებას. კითხვა: დიაგნოსტიკური შეფასების შემდეგ, მოსწავლეები მუშაობენ მათი დონის შესაბამის წიგნებზე. ჩვენ ყურადღებას ვაქცევთ ისეთი მნიშვნელოვანი უნარების განვითარებას, როგორიცაა წაკითხულის გააზრება და ფაქტების გადამოწმება, რათა კითხვით არა მხოლოდ სიამოვნება მიიღონ, არამედ შეემზადონ განათლების შემდგომი საფეხურებისთვის. წერა: ჩვენ ვიყენებთ უნარების შესაბამის რუბრიკებს - დაწყებული ბაზისური აბზაცის წერით, დასრულებული ესეებითა და სამეცნიერო მოხსენებებით, რაც მათ გრძელვადიანი და წარმატებული კარიერისთვის ამზადებს, უნივერსიტეტში თუ მის მიღმა.

მათემატიკური აზროვნების განვითარება

ჩვენ გვჯერა, რომ მათემატიკის სიღრმისეული გაგება ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ კალამი და ფურცელი. ბავშვებს, რომლებსაც სჭირდებათ დამატებითი მხარდაჭერა ან ახალი გამოწვევები მათემატიკაში, ჩვენ ვთავაზობთ პრაქტიკულ სწავლებას ძირითადი ცნებების გასამყარებლად. ფიზიკური მასალებისა და რეალური ამოცანების გამოყენებით, ჩვენ ვეხმარებით ბავშვებს ვიზუალურად აღიქვან, თუ როგორ მუშაობს მათემატიკა. ჩვენი კვლევაზე დაფუძნებული მიდგომა მყარ საფუძველს უქმნის სხვადასხვა მათემატიკურ კონცეფციას, იქნება ეს გეომეტრია, წილადები თუ ალგებრა. ციფრების მიღმა არსებული „რატომ“-ის ძიებით, ბავშვები იძენენ თავდაჯერებას, რაც მათ სკოლაში თუ მის ფარგლებს გარეთ კომპლექსური ამოცანების გადაჭრაში დაეხმარება.

დახმარება საშინაო დავალების მომზადებაში

ჩვენ ვქმნით გარემოს რომელიც ორგანიზებულია და ხელს უწყობს ბავშვებს სკოლის პროექტებისა და დავალებების შესრულებაში. ეს შეიძლება იყოს გაკვეთილის მთავარი ნაწილი ან მარტივი გადამოწმება გაკვეთილის დაწყებამდე. ჩვენი მასწავლებლები მხოლოდ დავალების მომზადებაში არ ეხმარებიან ბავშვებს, არამედ აკავშირებენ დავალებაში წამოჭრილ საკითხებს უფრო სიღრმისეულ კონცეფციებთან. ჩვენ ვეხმარებით მოსწავლეებს წარმატებისთვის აუცილებელი ორგანიზაციული და დამოუკიდებელი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში.

გაღრმავებული სწავლება და შემეცნება

ქრიეითივ ქლასრუმში სწავლა სცდება ტრადიციულ სასკოლო მხარდაჭერას. ჩვენ ბავშვებს მათთვის საინტერესო საგნების უფრო სიღრმისეულად შესწავლისა და ახალი სფეროების აღმოჩენის საშუალებას ვაძლევთ. პროცესი მიმართულია ცნობისმოყვარეობის გაღვივებაზე და მოიცავს: - კურიკულუმის სტანდარტზე მაღალი კლასის დონეებს. - ბავშვის მოსალოდნელ დონესთან შედარებით რთული ტექსტების ანალიზი, ან სიღრმისეული სამეცნიერო წიაღსვლები. - შემოქმედებითი და ინტერესზე დაფუძნებული პროექტების შექმნა. განურჩევლად იმისა, თქვენი შვილი კონკრეტული საგნობრივი უნარების გასავითარებლად ივლის ჩვენთან თუ ზოგადად ინტერესების გასაღრმავებლად შემოგვიერთდება, ჩვენ ვიზრუნებთ იმაზე, რომ იგი დარჩეს შთაგონებული, არ მოაკლდეს გამოწვევები და ხალისიანი განწყობა სწავლის მიმართ.

bottom of page